„რეკვიემი“, როგორც ნათელი მუსიკალური დასაწყისი

დავით ბუხრიკიძე

წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჯუზეპე ვერდისრეკვიემითგაიხსნება: პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრსა და თბილისის საოპერო თეატრის გუნდს ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.

კლასიკური მუსიკის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, 31 აგვისტოს, უკვე მეექვსედ უმასპინძლებს ვირტოუზებს, ახალგაზრდა თუ უკვე გამორჩეულ მუსიკოსებს. შესაძლოა, ვერდისრეკვიემიარც ისე ოპტიმისტურდრაივსათუ განწყობას ქმნის საფესტივალო საღამოს გახსნისათვის, მაგრამ თავად ვერდის ამაღლებული და დიადი მუსიკა, მისი მასშტაბი და რაც მთავარია, მონაწილენიორკესტრი, გუნდი და სოლისტები, საზეიმოსაფესტივალო დასაწყისისათვის კარგი პრელუდია იქნება.

რეკვიემშისაერთაშორისო ფესტივალებსა და საერთაშორისო სცენებზე წარმატებული ვოკალისტები მიიღებენ მონაწილეობას: ერიკა გრიმალდი (იტალიელი დრამატული სოპრანო; ნეაპოლის ოპერის, ბაიერნისშტატსოპერისდა ბერლინისდოიჩე ოპერის მიწვეული სოლისტი); აგნეშკა რელისი (პოლონელი მეცოსაოპრანო, რომელიც ბრეგენცისა და ექსანპროვანსის საოპერო ფესტივალების ხშირი და სასურველი სტუმარია), ჩარლზ კასტრონოვო (ამერიკელი ტენორი; მღერის ძირითადად, ამერიკის კონტინეტზევაშინგტონის ნაციონალური ოპერა, ლოსანჯელესის ოპერა, ჩიკაგოსლირიკ ოპერა“) და მარკო მიმიკა (ხორვატიელი ბანი, რომელიც ევროპულ საოპერო თეატრებში აქტიურად არის დაკავებული: პალერმოს, ნეაპოლის, ციურიხის ოპერები და ბერლინისდოიჩე ოპერა“).

საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს წინანდლის მამულში, კომპანიასილქნეტიუკვე მეექვსედ წარმოგვიდგენს, ხოლო ფესტივალის გახსნის პატივი წილად ხვდათ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდსა და გამორჩეულ იტალიელ დირიჟორს, ჯანანდრეა ნოზედას. 

მაესტრო ნოზედა 2018 წლიდან, წინანდლის ფესტივალის უცვლელი მუსიკალური დირექტორია. ის 21-ე საუკუნის ერთერთი გამორჩეული და ცნობილი დირიჟორია. 2016 წლიდან არის ლონდონის სიმფონიური ორკესტრის, ხოლო 2017 წლიდან ისრაელის ფილარმონიის მთავარი მიწვეული დირიჟორი. 2017-2018 წლებში ტურინის სამეფო მუსიკალური თეატრის დირექტორია, ხოლო 2021 წლიდან დღემდე იკავებს ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის პოსტს.

წინანდლის მუსიკალურმა ფესტივალმა სახელოვნებო სამყაროში რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილით დაიმკვიდრა თავიპირველ რიგშიეს არის ცნობილი დირიჟორების, პიანისტების, მევიოლინეების კონცერტები თუ მასტერკლასები, რომელიც საფესტივალო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ასევე ძალიან  მნიშვნელოვანია პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის დაარსება (2018), რომელმაც კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გააერთიანაორკესტრის შექმნის იდეაც სწორედ ახალგაზრდა მუსიკოსების თანამშრომლობას გულისხმობსრაც ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება.

შეიძლება ითქვას, რომ პანკავკასიური ორკესტრი ახალგაზრდა ხელოვანების ერთიანობის და თანამშრომლობას ნამდვილი მაგალითია, რაც ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურებადა ეს წინანდლის მუსიკალური ფესტივალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად შეიძლება ჩაითვალოს.

წლევანელი ფესტივალის ერთერთი მნიშვნელოვანი ამბავი სწორედ პანკავკასიური ორკესტრის რეპერტუარის გაფართოებას უკავშირდება. ახალგაზრდული ორკესტრირომელშიც კავკასიის რეგიონისა და სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებიც არიან გაერთიანებული, 2024 წელს ვერდისრეკვიემისგარდა, ბეთჰოვენის მესამე საფორტეპიანო კონცერტს, ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას, შუბერტის უვერტურასჯადონური არფა“, რახმანინოვისსიმფონიურ ცეკვებს“, გუსტავ მალერის მეოთხე სიმფონიას და მენდელსონისიტალიურ სიმფონიას“ (N4, ლა მაჟორი, თხზ. 90) შეასრულებს.

წინანდლის ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია  Silknet-ის პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდის დააარსებასწორედ ეს ფონდი უზრუნველყოფსრომ წინანდალში ბინა დაიდო საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო ცენტრმა, რომელსაც  ყოველწლიურად მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები უერთდებიანწინანდალში ჩამოდიან და მასტერკლასებს ატარებენ ცნობილი მუსიკოსები და კონცერტმაისტერები ისეთი სახელოვნებო სივრცეებიდანროგორებიც არის – მეტროპოლიტენის ოპერაინგლისის სამეფო ოპერაამსტერდამის „კონცერტგებაუ“ და ა..

31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ჭავჭავაძეების მამულში სულ 17  კონცერტი შესრულდება, რომელშიც საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილე, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, დირიჟორი სერ ანდრაშ შიფი, პიანისტი ალექსანდრ კანტოროვი, მევიოლინე ჯოშუა ბელი, ჩელისტი სტივენ ისერლისი, სოპრანო ბარბარა ფრიტოლი 

და ცხადია, გამორჩეული იქნება ფესტივალის დასკვით საღამოს, 8 სექტემბერს, ჩვენი ნამდვილი ვარსკვლავის, ლიზა ბათიაშვილის კონცერტი, რომელიც მოცარტის მეხუთე სავიოლინო კონცერტს (ლა მაჟორი, k. 219) დიდ სცენაზე შეასრულებს.