კონსერვატორიის ცნობით, საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდა კაცი ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, 27 სექტემბერს საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.

„გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.