„რამდენჯერ დამსიზმრებია, რომ სამსახურიდან გამოვუშვივართ“ - რას ჰყვებიან პედაგოგები განათლების სისტემის პარტიულ კონტროლზე

პუბლიკა

„უსაფრთხოდ რა თქმა უნდა არ ვგრძნობ თავს. ფსიქოლოგიური ზეწოლა როცა მიმდინარეობს გიქმნის შფოთის ფონს და სტრესულია ასეთ გარემოში მუსაობა. რამდენჯერ დამსიზმრებია, რომ სამსახურიდან გამოვუშვივართ. ეს იმაზე მეტყველებს რამდენად დიდი არის ჩემი შოთვა“. (მასწავლებელი)

 

„მინახავს კიდეც როგორ მოდის ბრძანება რესურსცენტრიდან მეილზე, რომ მობილიზება მოახდინონ, პოსტი გააზიარონ, მოიწონონ, სთხოვონ აქციებზე გაყვანა როცა თვითონ აწყობთ… თუნდაც facebook-ზე რაღაცის მოწონება არ მოწონება შეიძლება წყდებოდეს სამინისტროს დოენზე.“ (მასწავლებელი)

 

„ახლა კიდევ უფრო დაძაბული სიტუაციაა. მასწავლებლებმა ვიცით, რომ ყველა სკოლაში სუს-ის ერთი აგენტი უკვე ჩაინერგა…იციან ეს ყევლაფერი სხვა მასწავლებლებმაც სუსზე, მაგრამ არ საუბრობენ.“ (მასწავლებელი)

 

„აქტიური მასწავლებლებისთვის, რომლებიც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, ძალიან რთულია იმ გარემოში მუშაობა: სულ შენიშვნები, საყვედურები, დამუნათებების მოსმენა და შიში, სადმე არ გადაგიბრუნდეს ფეხი, როცა იცი, არ დაგინდობენ. ძალიან დიდი სტრესია.“ (მასწავლებელი)

 

ეს არის ფრაგმენტები მასწავლებლების ნაამბობიდან, რომლებიც ასახავს იმ მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს, რისი გავლაც მასწავლებლებს უწევთ, მაშინ როცა  საქმე ეხება განათლების სისტემის პარტიულ კონტროლს.

ორგანიზაცია „განათლების პოლიტიკის ცენტრმა“ განათლების სისტემის პარტიულ კონტროლთან დაკავშირებით მასწავლებლების გამოცდილებები და დამოკიდებულებები იკვლია.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში მასწავლებლებთან 13 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა. საკვლევი ჯგუფის შერჩევისას გამოიყენეს მიზნობრივი შერჩევის ჰეტეროგენული პრინციპი.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების 13-მა მასწავლებელმა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა საგნის, სკოლის და სტატუსის მქონე მასწავლებლები, როგორც მაღალმთიანი, ისე ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონებიდან. რესპონდენტთა საშუალო პროფესიული სტაჟი – 20 წელია. კვლევისთვის საველე სამუშაოები დაიგეგმა და განხორციელდა 2024 წლის სექტემბერში.

როგროც კვლევის ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ დალაქიშვილი განმარტავს, კვლევის შეზღუდვად შესაძლოა, ჩაითვალოს შერჩევის პრინციპი, რომლიდანაც გამომდინარეობს ალბათობა, რომ კვლევაში გარკვეული ხედვები და პოზიციები შეიძლება ვერ ასახულიყო.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის მონაწილეთა ხედვით, მასწავლებლობა რთული პროფესიაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სირთულე მათი პროფესიის სპეციფიკით კი არაა გამოწვეული, არამედ გარემოთი, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა.

ისეთი ფაქტორები, როგორიცაა არასტაბილური გარემო და პირობები, დაწყებული და შეწყვეტილი რეფორმები, ბიუროკრატია, ეკონომიკური პრობლემები, სასწავლო რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ზეწოლა მასწავლებლებზე – მასწავლებლებს მუდმივ სტრესსა და შფოთში ამყოფებს. რაც თავის მხრივ, ნეგატიურ გავლენას ახდენს ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესზე.

როგორც კვლევის ანგარიშის წარდგენისას ითქვა, მასწავლებლების ყოველდღიურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული გამოცდილებები ძალიან განსხვავდება.

„რესპონდენტთა შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც კოლეგიალურ გარემოში მუშაობენ, აქვთ სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგების მხარდაჭერა; თუმცა, სიღრმისეულo ინტერვიუების დროს გამოვლინდა სკოლაში პედაგოგებსა და ადმინისტრაციას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები.“

კვლევაში მონაწილე მასწავლებლები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო არსებული განათლების პოლიტიკით, „მასწავლებლების დაკნინებისა და დაბეჩავებისკენაა“ მიმართული. ამის მაგალითად კი რესპონდენტები იხსენებენ დირექტორების დანიშვნის საკითხსა და მასწავლებლების სახელფასო რეფორმას.

კვლევის ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ „რესპონდენტთა მრავალწლიანი დაკვირვებით, მასწავლებლების წნეხის ქვეშ ყოლა არაა ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ პრაქტიკა, ამ ხერხს მისი წინამორბედი პოლიტიკური ძალაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც,“ არაერთგზის მიმართავდა.“

„პუბლიკა“ უცვლელად გთავაზობთ კვლევის ანგარიშიდან რამდენიმე ქვეთავს, რომლებიც ნათლად აღწერს პედაგოგების პარტიულ კონტროლთან დაკავშირებულ გამოცდილებებს. მეორე მხრივ კი გვიჩვენევს ამგვარი გამოცდილების გავლენას განათლების სისტემასა და სწავლის ხარისხზე. 

 

„დაჟინებული მზერის“ ქვეშ

 

რესპონდენტთა თქმით, მასწავლებლობა ამ გარემოში დიდ გამბედაობას მოითხოვს. მათი დაკვირვებით, პოლიტიკური ზეწოლა მასწავლებლებზე განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში გაიზარდა. რესპონდენტების ნაწილი საუბრობს სკოლაში არსებულ კადრებზე, რომლებიც ან სუსიდან (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) არიან ან მათ ფუნქციას ითავსებენ.

აღინიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს დიდი ხნის მასწავლებელი, ახალმოსული კადრი ან თავად დირექტორი. რესპონდენტთა თქმით, მუდმივად გრძნობენ, რომ ვიღაცა ადევნებთ თვალს, როგორც სასწავლო ოთახში, ისე მის მიღმა. „დაჟინებულ მზერას“ უყურადღებოდ არ რჩება მათი პოსტები, მოწონებები და მასწავლებლების ჯგუფებში მიწერილი ტექსტები.

შეგრძნება, რომ ვიღაცა დგას და უყურებს ფარულად, აღარაა მხოლოდ შეგრძნება, როდესაც მასწავლებლები „კეთილ რჩევებს“ იღებენ დირექტორთან ან სხვა კეთილისმყოფელთან მოხვედრილი პოსტებისა და მიმოწერების „სქრინების“ გამო.

ზოგ შემთხვევაში ზედამხედველობა გრძელდება არჩევნების დღესაც. მასწავლებლებმა გაიხსენეს შემთხვევები, როცა მათ ან მათ კოლეგებს ურეკავდნენ და ახსენებდნენ, რომ დღის ბოლომდე არჩევნებზე უნდა მისულიყვნენ.

რესპონდენტთა თქმით, გარდა პოლიტიკური ზეწოლისა, ეს ფსიქოლოგიური „ტერორის“ მექანიზმიცაა და სამსახურის დაკარგვის მუდმივი შიშის განცდას და პიროვნული უსაფრთხოების განცდის მორღვევას იწვევს.

ამ „დაჟინებული მზერის“ ქვეშ, პროფესიული საქმიანობის განხორციელება ძალიან რთულია და რომ არა მოსწავლეების და საქმიანობის სიყვარული, სკოლისკენ აღარც გაიხედავდნენ.“

„მძულს სკოლა და მისვლა აღარ მინდა. ხვალ რომ იწყება, მძულს. პროფესია ხომ არ შევიცვალო – მეთქი, ვფიქრობ. აღარ მინდა მისვლა სკოლაში“ – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. ასევე საყურადღებოა, რომ რესპონდენტთა ნაწილის თქმით, სკოლა ყოველთვის კონტროლდებოდა, ახლაც კონტროლდება და მომავალშიც გაკონტროლდება, მაგრამ „თუ შენ საქმეს აკეთებ და არ აქტიურობ, არავინ შეგეხება“.

 

შიშში ცხოვრება და „ურჩების“ სასჯელი

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასწავლებელს არ აქვს სკოლაში ზეწოლის გამოცდილება, რესპონდენტთა აღქმით, შიშმა მოიცვა პროფესიული თემი.

მასწავლებელთა დაკვირვებით, არიან ისეთები, ვისაც ძალიან კონკრეტული შიშები აქვს. მაგ.: სამსახურის დაკარგვა, სკოლის დახურვა, ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება ან ფიზიკური დაზიანება.

თუმცა, ზოგმა ზუსტად არ იცის, რისი ეშინია, მაგრამ შექმნილ გარემოში იცის, რომ ვერავინ დაიცავს.

შიშებს უფრო საფუძვლიანს ხდის სასჯელის ის ფორმები, რომლებიც „ურჩებთან“ გამოიყენება.

სასჯელი ორი ტიპისაა: კოლექტიური, რომლის მაგალითიც მასწავლებლების სახელფასო რეფორმაა. მათი თქმით, ეს რეფორმა, ერთი მხრივ, მენტორი მასწავლებლების დასჯას ემსახურება. მეორე მხრივ, განასახიერებს მუქარას, რომ ყველას „მოხვდება“, ვინც იმაზე მეტად მოძლიერდება, ვიდრე სისტემას სჭირდება. მეორე ფორმა ინდივიდუალურია.

ამ ფორმას ბევრი მაგალითი აქვს – „უხეშად საუბარი,“ „კოლექტივიდან გარიყვა“ „სხვა თემაზე დაწყებული კონფლიქტის გამო გაშვება“ და „ოჯახის წევრების დაშინება.“

ეს ინდივიდუალური სასჯელები სასტიკია და მასწავლებლების თემისთვის სამაგალითო.

ინტერვიუებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს მასწავლებლების ემოციური მდგომარეობა. განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც მიმდინარე საარჩევნო ფონზე ძალიან დაძაბულია ვითარება. მასწავლებლების თქმით: დღითიდღე იზრდება „ფსიქოლოგიური ზეწოლა.

აქტიური მასწავლებლებისთვის, რომლებიც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, ძალიან რთულია იმ გარემოში მუშაობა: სულ შენიშვნები, საყვედურები, დამუნათებების მოსმენა და შიში, სადმე არ გადაგიბრუნდეს ფეხი, როცა იცი, არ დაგინდობენ. ძალიან დიდი სტრესია“.

 

შიშში ცხოვრება და „ურჩების“ სასჯელი

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასწავლებელს არ აქვს სკოლაში ზეწოლის გამოცდილება, რესპონდენტთა აღქმით, შიშმა მოიცვა პროფესიული თემი. მასწავლებელთა დაკვირვებით, არიან ისეთები, ვისაც ძალიან კონკრეტული შიშები აქვს. მაგ.: სამსახურის დაკარგვა, სკოლის დახურვა, ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება ან ფიზიკური დაზიანება.

თუმცა, ზოგმა ზუსტად არ იცის, რისი ეშინია, მაგრამ შექმნილ გარემოში იცის, რომ ვერავინ დაიცავს. შიშებს უფრო საფუძვლიანს ხდის სასჯელის ის ფორმები, რომლებიც „ურჩებთან“ გამოიყენება. სასჯელი ორი ტიპისაა: კოლექტიური, რომლის მაგალითიც მასწავლებლების სახელფასო რეფორმაა.

მათი თქმით, ეს რეფორმა, ერთი მხრივ, მენტორი მასწავლებლების დასჯას ემსახურება. მეორე მხრივ, განასახიერებს მუქარას, რომ ყველას „მოხვდება“, ვინც იმაზე მეტად მოძლიერდება, ვიდრე სისტემას სჭირდება. მეორე ფორმა ინდივიდუალურია.

ამ ფორმას ბევრი მაგალითი აქვს – „უხეშად საუბარი,“ „კოლექტივიდან გარიყვა“ „სხვა თემაზე დაწყებული კონფლიქტის გამო გაშვება“ და „ოჯახის წევრების დაშინება.“ ეს ინდივიდუალური სასჯელები სასტიკია და მასწავლებლების თემისთვის სამაგალითო.

ინტერვიუებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს მასწავლებლების ემოციური მდგომარეობა. განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც მიმდინარე საარჩევნო ფონზე ძალიან დაძაბულია ვითარება.

მასწავლებლების თქმით: დღითიდღე იზრდება „ფსიქოლოგიური ზეწოლა. აქტიური მასწავლებლებისთვის, რომლებიც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, ძალიან რთულია იმ გარემოში მუშაობა: სულ შენიშვნები, საყვედურები, დამუნათებების მოსმენა და შიში, სადმე არ გადაგიბრუნდეს ფეხი, როცა იცი, არ დაგინდობენ. ძალიან დიდი სტრესია“.

 

ჩუმი და ხმამაღალი სოლიდარობა

 

ვისი ან რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს „აქტიურ“ მასწავლებელს?  მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შექმნილ გარემოში, რესპონდენტთა უმეტეს ნაწილს, ცალსახად, საკუთარი თავის იმედი აქვს.

ისინი არ ენდობიან სამინისტროს, პროფკავშირს და არც განათლების სისტემის მიღმა მდგომ სასამართლოს. მასწავლებლებს ეიმედებოდათ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ, თუმცა ახლა „მათ თავისი თავი გასჭირვებიათ.“

რესპონდენტთა თქმით, შენ თუ ხარ „აქტიური მასწავლებელი“ და გამოთქვამ საკუთარ აზრს, აცნობიერებ, რომ უსაფრთხოდ არ ხარ.

მასწავლებლები დიდი გულისწყვეტით აღნიშნავენ, რომ მათ გასაჭირში კოლეგების სოლიდარობის იმედი არ აქვთ. ეს გარემოება წლების მანძილზე არსებული პოლიტიკით იხსნება, რომელიც „აბეჩავებს“ მასწავლებლებს, ახალისებს „გათითოკაცებულ ყოფნას,“ ხელს უშლის თემის ორგანიზებას და სოლიდარობის გამოხატვას.

კვლევის მონაწილეებმა გაიხსენეს თავისი კოლეგების გამოცდილებები, როდესაც მასწავლებელს მისი სკოლის არცერთმა მასწავლებელმა არ გამოუცხადა მხარდაჭერა.

იმ შემთხვევებშიც, როდესაც მასწავლებლები ავლენენ სოლიდარობას, ეს ხდება ჩუმად. „საჯარო პოსტზე ან აქტივობაზე არასდროს არ გამოუხატავთ პოზიცია. შეიძლება, პირად საუბარში გითხრან ჩუმად და გაგამხნეონ, თუმცა, არიან ისეთები, ვინც არ გეთანხმებიან, მაგრამ პირდაპირ შეიძლება ვერასოდეს გითხრან” – ამბობს ერთ-ერთი.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ არსებობენ შედარებით უსაფრთხო და სოლიდარული სკოლები, თანამშრომლები და გვერდში მდგომი ადამიანები, თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა.

რესპონდენტები თანხმდებიან, რომ აღწერილ ვითარებაში ერთადერთი ფარი მასწავლებლისთვის პროფესიონალიზმი და უფლებების ცოდნაა. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მასწავლებლებს ყველაზე მეტად მოსწავლეების და მათი მშობლების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

რესპონდენტთა თქმით, ისინი „არ ერიდებიან მასწავლებლის საჯაროდ და ხმამაღლა დაცვას.“ მათი ასეთი სოლიდარობა ძალიან გულისამაჩუყებელი და გამამხნევებელია. მასწავლებლების თქმით, უსამართლობასთან ბრძოლაში დამხმარე შეიძლება იყოს „მასწავლებლის პოპულარობა/სოციალური კაპიტალი“ და „ხმაური“, რომლის „ატეხაც“ მას შეუძლია.

თუმცა, ითქვა ისიც, რომ „ხმაური რომ გადაივლის, რჩები მარტო და ისევ იმ ადამიანებთან ერთად ინაწილებ ყოველდღიურობას, რომლებიც მაშინ გვერდში არ დაგიდგნენ“.

კვლევის ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.