როგორ აწარმოებს ხელისუფლება ახალგაზრდების საწინააღმდეგო პროპაგანდას

ფასიანი განთავსება

2023 წლის ე.წ. „მარტის პროტესტების“ მთავარი შემადგენელი ნაწილი და ამასთანავე, აქციების მთავარი სახე, ახალგაზრდები და ე.წ. Gen Z (თაობა Z) იყო. პროტესტი მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების”
– მიერ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიციირებამ გამოიწვია.

კანონის დაინიციირება მკაცრი კრიტიკის საფუძველი გახდა, როგორც ქვეყნის შიგნით, მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, ასევე ქვეყნის გარეთ: საერთაშორისო პარტნიორები (აშშ, ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო, სხვა პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები) კანონს საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებდნენ, რადგან ის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროდან იღებს, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა.

კანონპროექტი, მონიტორინგისა და ჯარიმების მექანიზმების საშუალებით, მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნიდა, რომ შეაფერხებდა ან შეაჩერებდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის მუშაობას.

ასევე, კანონპროექტი შეუთავსებელია საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 80%-ის მისწრაფებასთან გახდეს ევროკავშირის წევრი.

როგორ აწარმოებს ხელისუფლება ახალგაზრდების საწინააღმდეგო პროპაგანდას ნახეთ კვლევაში: