ომბუდსმენმა „ევოლუშენს“ თანასწორობის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, 1 ნოემბერს დისკრიმინაციის წახალისების შესახებ ზოგადი წინადადებით შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მიმართა და თანასწორობის პრინციპების დაცვის განმტკიცების უზრუნველსაყოფად მოუწოდა:

„შრომითი ხელშეკრულების დადებამდე კანდიდატს გააცნოს ინფორმაცია არა მხოლოდ პირთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო დებულებების, არამედ თანასწორობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, უფლების დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ.

სისტემატურად გადაამზადოს თანამშრომლები თანასწორობის პრინციპისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

შიდა ორგანიზაციული აქტები და პოლიტიკა დროულად და ეფექტიანად მოიყვანოს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კომპანიის მენეჯერების მიმოწერები, რომელიც ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებას, დამამცირებელ, რასისტულ, სექსისტურ და გარეგნობის გამო დასაქმებულებისადმი დამცინავ დამოკიდებულებებს შეიცავდა. კომპანიაში დასაქმებულ პირთა შრომითი პირობებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკების პოტენციური გავლენის შესაფასებლად საქმისწარმოება სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწო“, – აღნიშნულია განცხადებაში.