ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატებზე ზეწოლა სცადა – კახა ოქრიაშვილი

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტში პლენარულის სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დეპუტატებზე იყო ზეწოლა.

„დღეს უმრავლესობის შეკრებაზე იყო ზეწოლის მცდელობა დეპუტატებზე, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, მაგ: დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, მუქარით, რომ გარიცხავდნენ კიდეც.

ბიძინა ივანიშვილმა დატუქსასავით, სიცილით, ბოდიში ეს სიტყვა ვიხმარე… დღეს დებატები გაგრძელდება“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, დაახლოებით 20-მდე დეპუტატი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა, მათ შორის არც თვითონ.

დღეს 12 საათზე პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს. კანონპროექტი  საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებს.

გუშინ  პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა.