პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.
ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს.
ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.