პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შექმილ სიტუაციაში, მთელი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების უნდა იყოს მიმართიული იმისკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი.
პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე მოთხოვნაა, ახალი არჩევნების დანიშვნა.
„პირველი ეტაპი და პირველი ქმედება, რაც უნდა დაიწყოს და დაიწყება უკვე ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს აქვთ ხელში იმის უზარმაზარი და უნიკალური საშუალება ქვეყნის ისტორიაში, რომ გადაწყვიტონ ეს ძალიან ღრმა კრიზისი, რომელიც არ ვიცით როგორ შეიძლება და საითკენ შეიძლება წავიდეს, გადაწყვიტონ ეს კრიზისი პოლიტიკურ ჩარჩოებში და კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
ამის მაგივრად საკონსტიტუციო არა თუ რამეს აკეთებს, არც ნიშნავს სხდომას, ასე რომ მთელი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების უნდა იყოს მიმართიული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა. სასამართლომ სარჩელი, რომელიც შეტანილი არის, [მისი] გადაწყვეტა პოზიტიურად დაგვაბრუნებს კონსტიტუცურ ჩარჩოებში.
პარალმენტი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ ძველი პარლამენტი დაბრუნდება და ჩვენ გვექნება გარდამავალი ძალიან სტაბილური ცვლა ახალი არჩევნებისკენ.
პირველი ეტაპი არის ეს საკონსტიტუციოს სარჩელი, მაგრამ ამის იქით ჩვენ გვაქვს მეორე მოთხოვნა და რომელიც არის ასევე კონსტიტუციური მოთხოვნა, როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა ერთადერთი გზა სტაბილური, მშვიდობიანი, რაც არსებობს მსოფლიოში არის ახალი არჩევნები“,- განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა.
სარჩელის საფუძველია არჩევნების ფარულობის და საყოველთაოობის დარღვევა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ „ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ”.