აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, [26 ოქტომბრის არჩევნებზე] დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს შემაშფოთებელ ცნობებს ამომრჩეველთა დაშინების შემაშფოთებელ ცნობებს და მმართველი პარტიის მცდელობას, საარჩევნო გარემო მის სასარგებლოდ შეეცვალა.
„შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს მრავალი წევრის შეშფოთებას ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას 2014 წლის საშინელი ელფერები აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას – რეპრესიებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოუწოდებენ თავიანთ ქვეყანას დარჩეს ევროპასთან მჭიდრო კავშირების გზაზე, განსაკუთრებით ცნობებს ჟურნალისტებზე თავდასხმისა და დაკავების შესახებ“, – თქვა ბლინკენმა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებები“ ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, პრესის თავისუფლების გასაძლიერებლად, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გასაძლიერებლად“.