იაგოს მარანი - ქართული ღვინო ქვეყნის ფარგლებს გარეთ

იაგო ბიტარიშვილი 20 წელზე მეტია მცხეთის სოფელ ჩარდახში ნატურალურ ღვინოს აწარმოებს და მთლიანად ექსპორტზე გააქვს. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იმ პერიოდში ნატურალური ღვინის წარმოება დაიწყო და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. მისი ღვინოები იყიდება ევროპის 8 ქვეყანაში, ამერიკაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. ქარვისფერი ღვინო, რომელსაც ის აყენებს, განსაკუთრებით პოპულარული ღვინის მოყვარულებში ბოლო ათწლეულში გახდა. მას არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ მიუძღვნა სტატიები და რეპორტაჟები.

იაგო უახლოეს წლებში ადგილობრივ ბაზრის ათვისებასაც გეგმავს, თუმცა, ჯერ წინ დიდი გამოწვევებია, როგორც მისი ბიზნესისთვის, ისე ქვეყნისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, ქართველი მეღვინეები დაახლოებით 500 მილიონიანი ბაზრის პერსპექტივას კარგავენ. კავშირების შეფერხება ადგილობრივ ბაზარზეც ნეგატიურად აისახება.

იაგო ბიტარიშვილი ქართული ღვინის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე, საერთაშორისო ინტერესზე და ღვინის ბაზრის პერსპექტივებზე გვესაუბრება.