ვოლსკი პროპორციულ სისტემაზე ხვალ „ოცნების" ოფისში კიდევ ერთი შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს

პუბლიკა

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ ერთხელ ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ხვალ დილას 10 საათზე შევიკრიბოთ პარტიის ოფისში და ძალიან ვთხოვ ოპოზიციას, მხარი დაგვიჭიროს ამ გადაწყვეტილებაში”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ, შესვენების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

შესვენების დროს დეპუტატის ოთახში მიმდინარეობდა მოლაპარაკება უმრავლესობის სხვადასხვა წევრთან, პროპორციული სისტემის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

პარლამენტი 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას.