„სირცხვილიას“ ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

„სირცხვილიას“ ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ ისინი იდგებიან პარლამენტის წინ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ამას არ შეასრულებს.

„ქართული ოცნება“ თავის მიერ ინიცირებულ, ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებულ პროპორციული არჩევნების იდეას ვერ უჭერს მხარს უკვე ორი დღეა. ზედიზედ ორი დღეა. არავინ იცის, რა იქნება ხვალ, თუ დღეს ბევრნი არ ვიქნებით აქ, დღესაც ხვალაც და ზეგაც, მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ამდენი ხნის ნანატრ პროპორციულ არჩევნებს არ მოგვცემს“, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

მისი თქმით, ეს  არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი, რაც მას არ გაუვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, ბევრი ადამიანი ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდება, მას მორიგი ტრიუკი არ გაუვა.  ეს არის მისი მხრიდან ვაბანკი, ვაბანკზე უპასუხოდ არ დავტოვებთ“,-თქვა მაქარაშვილმა.

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს კენჭს ხვალ უყრის. მანამდე კი პარტია „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა გაიმართება.