სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით არ მუშაობს

პუბლიკა

განახლება [15:25]: სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად. თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, რა პრობლემა შეექმნა მეტროს.