მოლდოვური მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბერძნეთში დააკავეს პრორუსი მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმერ პლახატნიუკი.
მედიის ცნობით, ის დუბაიში მიემგზავრებოდა. დააკავეს მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.
2025 წლის 7 თებერვლიდან მოლდოველი ოლიგარქი ინტერპოლით იყო ძებნილი.
მოლდოვური მედია წერს, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ოლიგარქმა ვლადიმერ პლახატნიუკმა პირადობის დამადასტურებელი მექსიკური დოკუმენტები მიიღო. ZdG-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, დოკუმენტები, სავარაუდოდ, ყალბია, ხოლო ოლიგარქს ის მექსიკიდან მექსიკის მოქალაქემ, დუბაიში მცხოვრებმა, რუსმა ქალმა, სახელად ირინა უსტინამ გაუგზავნა.
მოლდოვაში ვლადიმირ პლახატნიუკი იყო „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე, მანამდე – ქვეყნის 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე იყო პარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2019 წლამდე, მანამ, სანამ ხელისუფლებას პროდასავლური გუნდი დაიკავებდა, პლახატნიუკი აკონტროლებდა როგორც მთავრობას, ისე საპარლამენტო უმრავლესობას. ის მოლდოვის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც მოლდოვის მართვა პროდასავლურმა ხელისუფლებამ გადაიბარა, პლახატნიუკმა მოლდოვა დატოვა. ის თურქეთში ცხოვრობდა.
ვლადიმირ პლახატნიუკი სანქცირებულია აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.