„ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების მანდატები ცნო

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა  „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის გამოკლებულ წევრთა ადგილმონაცვლეების მანდატები ცნო.

საგაზაფხულო სესიის დახურვამდე „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის“ საბაბით უფლებამოსილება გახარიას პარტიის 12 დეპუტატს შეუწყდა.

„გახარია-საქართველოსთვის“ პარლამენტში მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს.

წესისამებრ, როცა საარჩევნო სია გაუქმებული არ არის, გამოკლებული წევრის ადგილი სიის რიგითობის მიხედვით ივსება.

12 ადგილმონაცვლის სია ასეთია:

  1. გელა აბულაძე
  2. ჯემალ ანანიძე
  3. ქეთევან ბაკარაძე
  4. რუსუდან თევზაძე
  5. მალხაზ თორია
  6. შალვა კერესელიძე
  7. სალომე კობალაძე
  8. გიგა ფარულავა
  9. ვიკა ფილფანი
  10. გიორგი შარაშიძე
  11. თამარ ხვედელიანი
  12. სოფო ხორგუანი

ამ სიაში დასახელებულთა ნაწილი გახარიას პარტიამ „ლელოსთან“ ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკრებულოს სიაში წარადგინა:

  • გიორგი შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია;
  • სოფო ხორგუანი – ავლაბრის ოლქის მაჟორიტატობის კანდიდატი
  • ვიკა ფილფანი – ნავთლუღის ოლქი
  • რუსუდან თევზაძე – ჩუღურეთის ოლქი
  • სალომე კობალაძე – კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი;