სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილისა და აბო ნავერიანის განაჩენი უცვლელად დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულების – მარიამ მეყანწიშვილისა და აბო ნავერიანის განაჩენი ძალაში დატოვა.

პირველმა ინსტანციამ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, აბო ნავერიანს კი 5 წელი ჰქონდა მისჯილი. მარიამ მეყანწიშვილის სასჯელის დამძიმებას პროკურატურა მოითხოვდა.

დღევანდელ პროცესზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნანა სანდერს.

4 ოქტომბრის საქმის აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა. 8 მათგანმა საპროცესო შეთანხმება პირველ ინსტანციაში გააფორმა და საპატიმრო დატოვა.

დაუსწრებლადაა მსჯავრდებული ანტონ იუპერი, რომელსაც 5 წელი აქვს მისჯილი.