„ქართული ოცნების“ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს.
ირაკლი კირცხალიამ ამ თანამდებობებზე შეცვალა მამუკა მდინარაძე, რომელიც სუსის ხელმძღვანელად დაამტკიცეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძე აირჩიეს.
კირცხალია ორი მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.