„ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლე თორნიკე ფაღავა გახდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოკლებული წევრის, მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლე თორნიკე ფაღავა გახდა.

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად დაამტკიცეს, შედეგად, პარლამენტი დატოვა.

32 წლის თორნიკე ფაღავა პროფესიით იურისტია.

ფაღავამ მიმდინარე წლის 25 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა.

„ბათუმელების“ ცნობით, 5 აგვისტომდე თორნიკე ფაღავა ორ კომპანიაში ფლობდა წილს – შპს „ტემპო აა“-სა და შპს „ტემპო ჰოლდინგში“. 5 აგვისტოს კომპანიაში მეწილეთა წილის ოდენობა შეიცვალა და თორნიკე ფაღავას სახელი რეესტრში აღარ წერია.