2025 წლის 3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა წულუკიანის კომისიის საქმიანობის შესახებ დადგენილება მიიღო.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „ოცნებამ“ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით:
„საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას;
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას;
კორუფციის, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს;
მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას;
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს;
მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012–2025 წლებში“.
„ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ კომისიის დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი მომზადდება.
„ამ 460-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე აუცილებლად მომზადდება ძალიან მყარი და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც წავა საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დაანონსებული გვაქვს და საზოგადოება დააკვირდება პირდაპირ ეთერში პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – თქვა კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე.
2 სექტემბერს თეა წულუკიანმა 460-გვერდიანი დასკვნა წარადგინა.