სომხეთში დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობა განუსაზღვრეს საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანს

პუბლიკა
content image

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს და 40-დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა განუსაზღვრეს.

„პუბლიკას” ამ ინფორმაციას მისი მეგობარი, სალომე მურჯიკნელი უზიარებს.

მურჯიკნელის თქმით, გიორგი სომხეთში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად 3 სექტემბერს მიდიოდა

დაახლოებით 13:00 საათზე შევიტყვეთ, რომ დააკავეს. თვითონ მომწერა, მაკავებენო სანამ ტელეფონი ჰქონდა.

ამის შემდეგ საზღვარზე ჰყავდათ გაჩერებული. საღამოს უკვე გიორგიმ დარეკა, როგორც ოფიციალურად დაკავებულმა და მითხრა, რომ დაკავებულია“, – ამბობს მურჯიკნელი.

2024 წლის 25 ოქტომბერს გიორგი კინოიანს 2024 წელს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ითხოვს რუსეთი გიორგის გადაცემას. სომხეთმა უნდა შეატყობინოს რუსეთს, როცა მის საზღვარს კვეთს ისეთი ადამიანი, როგორიც გიორგია – ანუ რუსეთის მიერ ძებნილი. სწორედ რუსეთის მიერ არის მოთხოვნილი ექსტრადიცია“, – ამბობს ის და დასძენს, რომ გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა ერევანში 6 სექტემბერს ჩატარებულ სასამართლოზე განუსაზღვრეს. 

განახლება:

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გიორგი კინოიანი, რომელიც რუსეთის მიერ არის ძებნილი, 3 სექტემბერს გოგავანის (სადახლოს) სასაზღვრო პუნქტთან.

„ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და ძებნის გამომცხადებელს”. – აცხადებს სომხური უწყება, თუმცა, დამატებით ინფორმაციას არ გასცემს.

განახლება:

საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას” განუცხადა, რომ ქართულ მხარეს გიორგი კინოიანის დაკავებაზე სომხეთიდან ოფიციალური ცნობა ჯერაც არ მიუღია.

„აღნიშნულის თაობაზე სომხეთში საქართველოს საელჩოს აცნობეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა, თუმცა, სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება საელჩოს დღემდე მიღებული არ აქვს. საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე”. – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.