შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყება წერს, რომ „მოქალაქეებს შორის” მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
„ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ შტაბთან „ოცნების“ პარტაქტივი აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზეც, ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს ტექნიკაც.