„ის, ვინც უარს ამბობს არჩევნებზე, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი“ - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ის, ვინც უარს ამბობს არჩევნებზე, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი“,- აცხადებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„თავისთავად, ამ განცხადების მომენტშივე, როდესაც უარს ამბობენ არჩევნებზე, არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ და სხვასაც ხელს შეუშლიან, ისინი არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომელთაც სურთ, რომ მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება….

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოსო და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო. ეს სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ, ეს ქალბატონი სალომეს პრობლემაა, როგორც ჩანს, ვერ გარკვეულა და რაღაცნაირად უნდა, რომ იტივტივოს და არჩევნებშიც იყოს და დამხობაშიც იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.