მარნეულში კაცი დაჭრეს

პუბლიკა

მარნეულში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს – ის კლინიკაშია გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.