ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან - სუს

პუბლიკა

“ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პუბლიკას განუცხადეს.

მანამდე ერთერთი ბავშვის მამამ გაავრცელა ინფორმაცია რომ საოკუპაციო ძალებმა სოფელ თამარაშენიდან ოთხი ბავშვი გაიტაცეს, და დახმარებას ითხოვდა.

ის ყვებოდა, რომ ბავშვები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და თამაშობდნენ, რა დროსაც ისინი გაიტაცეს.

საუბარია 10-11 წლის ბავშვებზე. სუსი ამ დრომდე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.