„ევროპარლამენტი იქნება მკაფიო თავის განცხადებაში, რომ გახსნას მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან“ - მეცოლა

პუბლიკა

„ევროპარლამენტი იქნება ძალიან მკაფიო თავის განცხადებაში, რომ ბოლოს და ბოლოს, გახსნას მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. ჩვენ ეს წლის ბოლომდე უნდა გავაკეთოთ“ – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

 „ვულოცავ მაია სანდუს შესანიშნავ გამარჯვებას მოლდოვაში, სადაც ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული გზა, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ გარე ჩარევა და დაშინება არ მუშაობს. ჩვენ ასევე გვჭირდება, გავაცნობიეროთ, რომ მზად უნდა ვიყოთ ისეთი საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც პოტენციურად იწვევს დემოკრატიული შედეგების სრულად დესტაბილიზაციას.

თუმცა მაია სანდუს გზავნილი დღესაც ძალიან ნათელი იქნება – რა არის შემდეგი ნაბიჯი? მისი საარჩევნო კამპანია დაეფუძნა გაფართოების, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების იმედს და შესაბამისად, ევროპარლამენტი იქნება ძალიან მკაფიო თავის განცხადებაში, რომ ბოლოს და ბოლოს, გახსნას მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. ჩვენ ეს წლის ბოლომდე უნდა გავაკეთოთ. გაფართოება არის ორმხრივად სასარგებლოა ევროკავშირისთვის. ეს არ არის ქველმოქმედება. ეს არის ის, რაც ყველასთვის ხელსაყრელია.

ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას უფრო დაცულს გაგვხდის, ასევე, ეს არის ის, რაც რეალურად გვაჩვენებს, რომ ჩვენს ხალხს შეუძლია, გახსნას კარი იმ ქვეყნებისა და მათი მოსახლეობისთვის, რომლებსაც შემოსვლა უნდათ“, – აცხადებს რობერტა მეცოლა.

ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტი მიიღო.  24 % მიიღო ოთხი პრორუსული ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა გაერთიანებამ, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობდა.

მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ისევე, როგორც უკრაინა და საქართველო.

საქართველომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებით ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები, უკრაინის გაწევრებას უნგრეთი ბლოკავს. არ არის გამორიცხული, მოლდოვამ შავი ზღვის რეგიონის ამ სამი ქვეყნიდან ყველაზე ადრე დაიწყოს ევროკავშირში გაწევრების პროცედურები.