შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 ადამიანი დააკავეს - ამ ეტაპზე დაკავებულია 62 პირი

პუბლიკა

შსს-ს ცნობით 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 ადამიანი დააკავეს – ამ ეტაპზე დაკავებულია 62 პირი.

დაკავებულთა შორის არიან: თემურ ქურციკიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, მარიამ მეყანწიშვილი, დ.ღ., ა.თ., ა.ვ., გენადი კეხილაშვილი, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, გ.ჟ., დავით ღურწკაია, კ.ჭ., რ.ჯ., სიმონ მახარაძე, ჯ.თ.

ბრიფინგი „ოცნების“ შს მინისტრმა გეკა გელაძემ გამართა. მისი თქმით, დევნა დაიწყო უცხოეთში მყოფი 2 პირის მიმართ, მათ შორის, ერთ-ერთი გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია, მეორე კი ა.უ.

„ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცველებზე ძალადობა.

რაც შეეხება უცხოეთში მყოფ 2 პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება“, – თქვა „ოცნების“ შს მინისტრმა, გეკა გელაძემ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.