ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პუბლიკა

ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„საიმიგრაციო კანონის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ორი მოქალაქე შეიყვანოს ლატვისს პერსონა ნონ გრატას სიაში და მათ აეკრძალოთ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით“, – წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სახელები განცხადებაში მოხსენიებული არაა.