შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1988 წელს დაბადებულ გ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2025 წლის 22 სექტემბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ბ.-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნ.ბ. თბილისში დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ამ დროისთვის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.