დღეს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე უსაფუძვლო პანიკის დათესვაში დაადანაშაულა. ეპისკოპოსი იაკობის შეფასებაზე კომენტარი ამირან გამყრელიძეს „TV პირველის“ ეთერში გააკეთა.
„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია და ამიტომ ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როცა მე საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან, რაზეც იქ ვისაუბრე. მე ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში დისკუსიაში არ შევალ. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები ჩემი საექიმო მრწამსიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
[irp posts=”27829″ name=”ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა – მეუფე იაკობი გამყრელიძესა და იმნაძეზე”]