მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამის შესახებ ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. ავთანდილ კუნჭულია მანამდე სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.