გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ახალი სუბიექტები შეიყვანა

პუბლიკა

6 აგვისტოს გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში ახალი სუბიექტები დაამატა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სიას 13 ახალი სუბიექტი და ექვსი გემი დაემატა.

ასევე სანქციები შეეხო ექვს რუსულ ბანკს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ექვს ახლად შეძენილ ტანკერს, ასევე რუსულ კომპანიებს, რომლებიც ტანტალისა და ნიობიუმის იმპორტს ეწევიან, ეს არის იშვიათი ლითონები, რომლებიც საბრძოლო იარაღის წარმოებაში გამოიყენება.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის სანქციების ფარგლებში 3 400-ზე მეტი ფიზიკური პირი, ორგანიზაცია და გემი დაასანქცირა.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, სანამ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მივაღწევთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბანდმა.