ComCom-მა Postv 2500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, სამთავრობო პროპგანადისტული Postv 2 500 ლარით დააჯარიმეს.

გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ჯარიმის დაკისრების მიზეზი გახდა ის, რომ 22-23 ივნისს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა „საინფორმაციო გამოშვებებში მაუწყებლის მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები“.

Postv მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის ერთხელ წერილობით იყო გაფრთხილებული, ხელმეორედ კი მარეგულირებელმა უკვე ჯარიმა გამოიყენა.

ComCom წერს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება.


17 ივლისს კომუნიკაციების კომისია მესამე დავაზე 5 000 ლარით დააჯარიმა. მანამდე ტელეკომპანიის მიმართ გამოყენებული იყო სიტყვიერი გაფრთხილება და 2500-ლარიანი ჯარიმა.

პასუხისმგებლობა დაეკისრა TV პირველსაც. არხი პირველ ჯერზე სიტყვიერად გააფრთხილეს, მეორედ კი 2500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.