რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული დავით კოლდარი თავისუფალია – მან ციხეში 2 წელი და 3 თვე გაატარა.
ლაითურის ციხიდან ის რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.
დავით კოლდარი 2024 წლის მაისში დააკავეს. მას პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.
ადვოკატის ცნობით, მსჯავრდებულმა 2030 ლარის ოდენობით ზიანიც აანაზღაურა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაინც უარი განაცხადა მისთვის ამნისტიის გავრცელებაზე.
პირველ ინსტანციაში მისი განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. სააპელაციოში კი მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
კოლდარის საქმე სასამართლოში გიორგი კუჭუაშვილის საქმესთან ერთად განიხილებოდა.