უსასრულო სარკეებში გაუჩინარებული მხატვარი

დავით ბუხრიკიძე

თანამედროვე ხელოვნების ჭრელი და სიახლეებით განებივრებული სამყაროსთვის ის პირველ რიგში ცნობილია კოპლებიანი (polka dots) პრინტებით და უსასრულო სარკეების ოთახების (Infinity Mirror Rooms) ინსტალაციებით. მისი შემოქმედება მოიცავს ფერწერას, სკულპტურას, პერფორმანსს, მოდის დიზაინს. კუსამას ხელოვნება დიდი ხანია გასცდა გალერეებს და ცნობილია მოდის ისეთ წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Louis Vuitton.

კუსამამ თავიდანვე ყურადღება მიიქცია თავისი კაშკაშა ფერის მოკლე პარიკით, ფსიქოდელიური ფერებითა და ინსტალაციებით, რაც მას სოციალური მედიისა და მობილური სელფების ეპოქაში უზარმაზარი აუდიტორიის მოზიდვაში დაეხმარა. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში მელბურნში, ეროვნულ გალერეაში გაიხსნა მისი გამოფენა, რომელიც ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არტმოვლენად იქცა.

გამოფენა მოიცავდა ხელოვანის 200-ზე მეტ ნამუშევარს, რომლებიც მის 80-წლიან შემოქმედებით გზას ასახავდა. სწორედ ამ გამოფენაზე წარადგინეს პირველად კურატრებმა კუსამასსარკეებიანი ოთახი“ („My Heart is Filled to the Brim with Sparkling Light“ , 2024), რომელიც მისი გვიანდელი შემოქმედების ერთერთ მთავარ მოვლენად იქცა. ეს ინსტალაცია სარკეებისა და განათებების დახმარებით მნახველს უსასრულო სივრცის განცდას უქმნიდა.

მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს იაპონიიდან საცხოვრებლად აშშში გადავიდა და აქტიურად ჩაერთო იმხანად აღმოცენებულ პოპარტისა და მინიმალიზმის მოძრაობებში. ამავე დროს, დიდი გავლენა მოახდინა ენდი უორჰოლის შემოქმედებაზეც. 60-იანი წლებიდან 2020 წლამდე წლებამდე კუსამა ქმნის ნათელ და ჭრელ ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებებსა და უზარმაზარ ინსტალაციებს, რომლებიც ხშირად მის ფსიქიკური პრობლემების ანარეკლებს და ჰალუცინაციების გამოცდილებას ეფუძნებოდა.

ნიუიორკში ის ცნობილ მხატვარსა და თეორეტიკოს, დონალდ ჯადს შეხვდა და თავისი ახალი ნამუშევარი – „უსასრულო ბადე“ (ტილოზე გადაჭიმული წერტილოვანი ნაჭრების უზარმაზარი ველი) წარუდგინა, რამაც საზოგადოებაზე შოკური ზემოქმდება მოახდინა. 1962 წელს კუსამამ თავისი პირველი ნამუშევარი მხატვრებს, ფრენკ სტელასა და დონალდ ჯადს 75 დოლარად მიჰყიდა, მაშინ როცა 2014 წელს ეს ნამუშევარი აუქციონზე 7.1 მილიონ დოლარად (5.7 მილიონი ფუნტი სტერლინგი) გაიყიდა. რაც იმ დროისთვის, შემოქმედი ქალიმხატვრებისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად პოპარტისა და არტმინიმალიზმის სფეროში მუშაობდა, 60-70-იან წლებში კუსამა დიდად არ იყო მიღებული ამერიკული ხელოვნების სამყაროში. ამას თან ერთვოდა მხატვრის პირადი ეჭვები და განცდებიც, რომ მას ფსიქიკური პრობლემებისა და ჰალუცინაციების გამო ეწინააღმდეგებოდნენ (მათ შორის თვით ენდი უორჰოლიც), ხოლო გალერეებმა ისხელოვნების ისტორიიდან ამოიწერეს“.

კუსამას ნამუშევრები ხშირად უსასრულობასა დათვითგანადგურებისიდეაზეა ორიენტირებული, ან კონცეფციაზე, რომელიც შთაგონებულია ჰალუცინაციებით. მაგალითად, 60-იან წლებში შესრულებული ნამუშევრისყვავილისშესახებ ამბობს: „ვუყურებდი სუფრის გადასაფარებელზე გამოსახულ წითელ ყვავილებს და როდესაც ავხედე, დავინახე იგივე ნიმუში, რომელიც ფარავდა ჭერს, ფანჯრებსა და კედლებს, ბოლოს კი მთელ ოთახს, ჩემს სხეულსა და სამყაროსვიგრძენი, თითქოს დავიწყე თვითგანადგურება, უსასრულო დროის და სივრცის არაფრად დაყვანა“.

კუსამას ნამუშევარს სახელწოდებითნარცისის ბაღი“, უკავშირდება სკანდალი ვენეციის ბიენალეზე 1966 წელს, რადგან ის მოწვევის გარეშე წარადგინა. გამოფენა კურატორების მცდელობის მიუხედავად, იტალიის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ დაიხურა. თუმცა, ბედის ირონიით, აღიარება მოგვიანებით, 1993 წელს, სწორედ ვენეციის ბიენალეზე იაპონური პავილიონისთვის შექმნილი ნამუშევრით მოიპოვა. ეს იყოსარკეებით სავსე ოთახი“, რომელიც პატარა გოგრის ქანდაკებებით იყო სავსე და ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კუსამას პოპულარობა მაინც მაინც 21-ე სუკუნეს და ახალ მედიებს უავშირდება. რეტროსპექტივებმა 1999 წელს ნიუიორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 2012 წელს ლონდონისტეიტ მოდერნშიდა 2017 წელს ვაშინგტონის ჰირშჰორნის მუზეუმში, მისი სახელი ძალიან სწრაფად გახადა პოპულარული მთელ მსოფლიში. გამოფენების ბილეთები სწრაფადვე იყიდებოდა, ხოლო გულშემატკივრები საათობით რიგში იდგნენ, რათა მისი ინსტალაციები ენახათ.

მიუხედავად კრიტიკოსთა და არტკურატორთა ეჭვებისა, არის თუ არა ის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული მხატვარი, თავად კუსამა ყოველთვის მიიჩნევდა, რომ მის ადგილს ისტორიაში ხელოვნების ისტაბლიშმენტი არ გადაწყვეტდა: „წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეადგინონ ჩემი ნამუშევრების კლასიფიკაცია, ჩემი გარდაცვალების შემდეგ. უფრო კარგია, როცა აუტსაიდერებს წარმოვადგენ“… თუმცა უკვე ცხადია, რომ ტოკიოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაცვალების შემდეგ (სადაც ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა), მკაცრი კურატორებისა და კრიტიკოსების გარეშეც შეაბიჯა თანამედროვე არტის უკვდავებაში.