ბოჭორიშვილი გაეროს სესიის ფარგლებში წელსაც შეხვდა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრს

პუბლიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში წელსაც შეხვდა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვს.

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, შეხვედრა ბელარუსული მხარის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ბოჭორიშვილი რიჟენკოვს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში 2025 წელსაც შეხვდა.