რუსეთმა უნგრელი დიპლომატების ნაწლი გააძევა

პუბლიკა

რუსეთმა მოსკოვიდან და რუსეთის ტერიტორიიდან უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების ნაწილი გააძევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ასე უპასუხეს თავად უნგრეთის 2026 წლის 8 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც 10 რუს დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოსკოვში უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაბორ გერგიჩი დაიბარეს და მას უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „გადამწყვეტი პროტესტი“ გამოუცხადეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა 8 სექტემებრს თქვა, რომ „რუსეთის მისიის 10 თანამშრომელი ქვეყანაში ეწეოდა საქმიანობას, რომელიც ვენის კონვენციის მიხედვით დიპლომატისთვის მიუღებელია“.

„ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს“, – თქვა მაშინ ანიტა ორბანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის გადაწყვეტილებას „უსაფუძვლო და აშკარად არამეგობრული“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთის საელჩოს მოსკოვში, ასევე სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში მდებარე გენერალური საკონსულოების თანამშრომელთა ჯგუფს რუსეთის ტერიტორიის დატოვება დაევალა.

რუსული მხარის განცხადებით, უნგრელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის ორკვირიანი ვადა მიეცათ.