პარლამენტთან აქცია 19 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე განახლდება

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები ხვალ, 19 ნოემბერს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას აპირებენ, სადაც დღეს აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ხვალ 19:00 საათზე აქცია განახლდება პარლამენტთანაც. მანამდე კი ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.