შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ.
მათი თქმით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი და დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.