18 ნოემბერს აქციებზე დაკავებული 37-ვე მოქალაქე დარბაზიდან გათავისუფლდა, მათი საქმეების განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ ჩაინიშნა.
„ხვალ შეიძლება, შენიშვნა მოგვცენ, დაგვტუქსონ დ ისე გამოგვიშვან, შეიძლება, ჯარიმა დაგვაკისრონ ან შეგვიფარდონ პატიმრობა მაქსიმუმ 15 დღით“, – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა, რომელსაც შსს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას ედავება.
18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევას ედავებიან. ყველა დაკავებულის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს აწერია.