მოძრაობა „გაბედეს” აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
„მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“ – ამ შეძახილებით დახვდნენ აქტივისტები დეპუტატს.
აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი დეპუტატის ოფისთან მივიდნენ იმისთის, რომ მან მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა ვეღარ გაბედოს.
მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ასეთი დავალებებით აგზავნიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.