ივლისის დასაწყისიდან „მშრალ ხიდზე“ მომუშავე მოვაჭრეები საქმიანობას დაუბრუნდნენ, თუმცა, ამბობენ, რომ პანდემიამ მათ საქმიანობა მნიშვნელოვნად აზარალა. ვინაიდან ტურისტები იქ დასაქმებული მოვაჭრეებისთვის ძირითადი მყიდველები იყვნენ, მათი არყოფნის გამო, გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის მოვაჭრეები, რომლებისთვისაც შემოსავლის ერთადერთი წყარო ძველი ნივთების გაყიდვისგან მიღებული მცირე, მაგრამ ყოველდღიური შემოსავალი იყო.
„მშრალ ხიდზე“ დასაქმებულმა მოვაჭრეებმა მთავრობისგან კომპენსაციის მიღება სცადეს, მაგრამ შესაბამისი საბუთების არქონის გამო დახმარება ვერ მიიღეს. ამბობენ, რომ შესაბამისი განცხადება 300 ხელმოწერით მერიაში მიიტანეს, 300 ლარიან დახმარებაზე უარი უთხრეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით, თითოეულ მათგანს 100 ლარით დაეხმარებიან. ამბობენ, რომ ეს კომპენსაცია მათ საჭიროებებს ვერ გაწვდება, მაგრამ „სულ არაფერს მაინც სჯობს“.
გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.