ტრამპი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

„2020 წელი ყველაზე უზუსტესი და თაღლითური არჩევნებით შევა ისტორიაში, საფოსტო კენჭისყრის გამო. ეს დიდი სირცხვილი იქნება აშშ-სთვის. გადადეთ არჩევნები, სანამ ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება“, – წერს ტრამპი.


როგორც BBC წერს, საფოსტო კენჭისყრით აშშ-ს სურს პანდემიის პირობებში მოსახლეობას გაუმარტივოს ხმის მიცემა. 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.