ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – „F5″ წელს უკვე მესამედ გაიმართება. ფესტივალი 19-20 სექტემბერს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება.
ორგანიზატორების ცნობით, F5-ის ტრადიციულ ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამას წელს პირველად თანამედროვე ქართული დოკუმენტური ფილმების პროგრამა დაემატება, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ლიტერატურული პროგრამის მონაწილეები იქნებიან: ზურაბ ქარუმიძე, თამთა მელაშვილი, დათო ბარბაქაძე, შალვა ბაკურაძე, ცოტნე ცხვედიანი, ქეთი ქანთარია, ანი კოპალინი. ფესტივალზე გაიმართება ამირან დოლიძისა და ირინა ჟორდანიას ფილმების ჩვენება და განხილვა.
საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან შოთა ადამაშვილი და ჯგუფი „წერილი“.
2020 წლიდან ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა. თბილისის საერთაშორისო ლიტერატული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
2020 წელს პანდემიის გამო ფესტივალის ჩატარება შეუძლებელი გახდა, ამიტომ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ერთი ნაწილი ქართველი ავტორების და მთარგმნელების მონაწილეობით რეგიონალურ მასშტაბს შეიძენს და ზუგდიდში, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე გადაინაცვლებს.
ორგანიზატორების თქმით, ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ 2018 წლიდან ტარდება და ფესტივალის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.
ფესტივალის პროგრამა:
19 სექტემბერი:
ლიტერატურა
17:00 – ქარუმიძე LIVE – შეხვედრა ზურაბ ქარუმიძესთან, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
17:40 – ქალების ხმა ქართულ ლიტერატურაში, შეხვედრა თამთა მელაშვილთან, მოდერატორი: სალომე ადამია
18:20 – ძველი პოეტური ჟღერადობის ძიებაში – შეხვედრა შალვა ბაკურაძესთან, მოდერატორი; შოთა იათაშვილი
19:00 – In memoriam – რენე კალანდიას ხსოვნის საღამო, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
19:40 – ახალგაზრდა პოეტების მარათონი: ნატალი დარასელია, ზურა ლოგუა, საბა თოდუა; მოდერატორი ნიკა ლაშხია
კინო
20:15 – ამირან დოლიძის ფილმის „ცხოველი“ ჩვენება, განხილვა;
მუსიკა
21:00 – შოთა ადამაშვილი;
20 სექტემბერი:
ლიტერატურა
17:00 – ლოგიკის მონატრება – შეხვედრა დათო ბარბაქაძესთან, მოდერატორი: პაატა შამუგია;
17:40 – ქართული თარგმანი დღეს: ტრადიცია და გამოწვევები, მონაწილეები: ქეთი ქანთარია, ანი კოპალიანი, მოდერატორი: გვანცა ჯობავა;
18:20 – ქალაქი და წმინდანები – შეხვედრა ცოტნე ცხვედიანთან, მოდერატორი: გიორგი შონია;
19:00 – ტერენტი გრანელის პრემიის დაჯილდოება;
19:40 – TIFL 2015-2019 – რეტროსპექტივა, მონაწილეები: პაატა შამუგია, შოთა იათაშვილი, ანი კოპალიანი, გაგა ნახუცრიშვილი. მოდერატორი: შოთა იათაშვილი
კინო
20:15 – ირინა ჟორდანიას ფილმის „მარქსის ქუჩა #12“ ჩვენება, განხილვა;
მუსიკა
21:00 – ჯგუფი „წერილი“;