CNN-ის ცნობით, აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მოწამლული წერილის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი, – გამოცემა აშშ-ის ოფიციალური ორგანოს წარმომადგენლის კომენტარს ავრცელებს.
აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მოქალაქე კანადიდან შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკის შტატის სასაზღვრო პუნქტიდან გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც ის იარაღის ტარებისთვის დააკავეს.
CNN-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რიცინის შემცველი წერილი გასულ კვირას სავალდებულო შემოწმების დროს აღმოაჩინეს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულ ყველა შეტყობინებას უტარდება და გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ წერილი სწორედ კანადიდან იყო გამოგზავნილი.