დღეს მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირებას 16 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა, დაახლოებით 100 კი დაშავდა. ინფორმაციას მთიანი არაბაღის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ავრცელებს. დანაკარგია აზერბაიჯანულ მხარესაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, დღევანდელი სამხედრო მოქმედებების შედეგად მათ დაიკავეს 6 სოფელი, გაანადგურეს მოწინააღმდეგის პოზიციები და აიღეს რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სოფლის დაკავება მოახერხა. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ილჰამ ალიევსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის. ასევე სატელეფონო საუბარი გამართეს აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა.
ხოლო რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მოგვიანებით კი სერგეი ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საატძე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
დღეს დილას დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და სამხედრო ვერტმფრენი, ასევე გაანადგურეს რამდენიმე ტანკი. უწყება 2 აზერბაიჯანული ტანკის აფეთქების ვიდეოსაც ავრცელებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათაც არაერთი სომხური სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.