მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის განხცადებით, დაკარგული პოზიციები არცახის ძალების მიერ დაბრუნებულია. სტეპანიანის განხცადებით, სომხეთის მხარეს ათობის აზერბაიჯანელი სამხედროს გვამია.
https://www.facebook.com/shushanstepanyan/posts/3279297028773101
მისი თქმით, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფრონტის ხაზზე. თავდაცვის უწყების პრესმდივანი აცხადებს, რომ თავდაცვის არმიის ნაწილების მიერ განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად მოწინააღმდეგემ დაკარგა ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა.
https://www.facebook.com/shushanstepanyan/posts/3279482748754529
როგორც სომხური გამოცემა EVN წერს, დილით სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავით ტონოიანმა კონსულტაციები გამართა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მაღაჩინოსნებთან. მათივე თქმით, ტონიანმა მითითებები მისცა მათ, რომ „შეაკავონ აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმები და გააძლიერონ არმია“.
სომხური მხარის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები და მათ მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა მხარემ დაკარგა 15 ჯარისკაცი, ჯამში დაღუპულთა რაოდენობა 31-ია. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 200-მდე ადამიანი, რომლებიც შესაბამის მკურნალობას გადიან.
https://www.facebook.com/evnreport/posts/2823768624519941
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი ოფიციალურად მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“. ამის შესახებ report.az წერს.
აზერბაიჯანის სამხედრო სამსახურის სააგენტოს დაევალა, რომ უზრუნველყოს სამხედრო პირების გაწვევა დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვა აცხადებს, რომ „სომხეთი აზერბაიჯანულ დასახლებებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უწყვეტად ესვრის“. report.az მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 6 სამოქალაქო პირი.
გამოცემა შესაბამის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის სავაამდყოფოებში სხვადასხვა დაზიანებით 27 სამოქალაქო პირია გადაყვანილი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვა აცხადებს, რომ გუშინ ის ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს და მისი თქმით, თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუხადა. მინისტრი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რიგ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაკეტილია ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საატზე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.