30 სექტემბერს „კავეას” ღია კინოთეატრში საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის, CinéDOC-Tbilisi-ს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ფესტივალის საკონკურსო სექციაში FOCUS CAUCASUS მთავარი ჯილდო გადაეცა მარიტა თევზაძისა და ანა ჯეგნარაძის ობსერვაციულ დოკუმენტურ ფილმს „პავილიონი“. აღნიშნულ სექციაში წელს რეგიონის 10 ფილმი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის პრესსამსახურის ინფორმაციით, სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაღებულია თბილისში, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე და გვიამბობს ერთ სივრცეში მოქცეული ადამიანებისა და ნაგებობების ხშირად შეუძლებელ მცდელობებზე, გაუმკლავდნენ სხვადასხვა დროის მოთხოვნასა და მოლოდინს.
„პავილიონი“ ასევე შერჩეულია ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ Visions du Réel-ის მიერ 2020 წლის Media Library-ის გამოშვებისთვის.