ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავთან დაკავშირებით რეტროსპექტივა და გამოფენა მოეწყობა

პუბლიკა

ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმის შიდა ეზოში ფილმების რეტროსპექტივა და პოლ რონალდის ფოტოგამოფენა „ფელინი, 8½“ გაიმართება. ფოტოგამოფენა ასახავს 8½-ის გადასაღებ მოედანს, თავად რეჟისორსა და მთავარი როლის შემსრულებელს, მარჩელო მასტროიანის. ინფორმაციას თბილისის კინოფესტივალი ავრცელებს.

ღონისძიება 2-დან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეტროსპექტივაზე უჩვენებენ:

2 ოქტომბერს – „ამარკორდი“; ფოტოგამოფენა „ფელინი, 8½“;

3 ოქტომბერს – „8½“;

4 ოქტომბერს – „ტკბილი ცხოვრება“;

5 ოქტომბერს – მიშა მრევლიშვილის დოკუმენტურ ფილმს ტონინო გუერაზე – „გამარჯობა, ქარი ქრის“.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, იტალიის საელჩოსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობით ტარდება.