მელიას ჯარიმა დაეკისრა და 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა

პუბლიკა

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში.

ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2012 წელს წაუყენეს.”ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.