„ევრონიუსის“ ინფორმაციით, პარიზში ისტორიის მასწავლებელს თავი მოკვეთეს. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მოკლეს. მასწავლებლის ცხედარი სკოლასთან ახლოს იპოვეს.
სააგენტო „ფრანს-პრესს“ პოლიციამ განუცხადა, რომ „მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა აჩვენა“. გამოცემა Le Monde-ს ცნობით, მასწავლებელი მოსწავლეებს კარიკატურასთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა. კარიკატურა სატირულ ჟურნალ „ჩარლი ებდოში“ გამოქვეყნდა. ამის გამო ჟურნალის რედაქციას 2015 წელს თავს დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს.
საქმეს ანტიტერორისტული სამსახური იძიებს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მოსახლეობას მოუწოდებენ თავი აარიდონ დანაშაულის ადგილის სიახლოვეს გადაადგილებას.